ბრუნვის ფორმათა შესაბამისობის პრობლემა ქართულსა და სომხურ ენებში
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში კავკასიის ენათა კვლევამ კიდევ ერთი (უკვე მერამდენედ უახლეს ისტორიაში) ტენდენცია წარმოაჩინა: ტრადიციული თვალსაზრისი კავკასიონის ორივე ქედზე მცხოვრები ავტოქთონი მოსახლეობის ენათა ნათესაობისა და დანარჩენ ინდოევროპული წარმომავლობის ენათა გენეზისური სხვაობის შესახებ, რასაც საუკეთესოდ გამოხატავდა (და გამოხატავს) ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“, შეიცვალა „კავკასიაში არსებული ენების (ნებისმიერი მათგანის) ერთმანეთთან სიახლოვის ოდენ ტიპოლოგიური მსგავსებით ახსნის ახალი ხაზით.სომხური და ქართული ამ ორივე ვერსიაში ოდენ ტიპოლოგიურად მსგავს ენებს წარმოადგენდნენ და ხანგრძლივი ისტორიული თანამეზობლობის მიუხედავად, მათი მსგავსება ნამდვილად დაფუძნებულია არა ნათესაურ, არამედ თანამეზობლურ სიახლოვეზე, რაც ნათესაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია; და რაკი მსგავსებები ტიპოლოგიურ ხასიათისაა, ამიტომ სწავლების სიძნელეებიც ქართულ-სომხური ენობრივი შეხვედრების, მსგავსება-განსხვავებათა პრაქტიკული გამოვლინებებისა და სხვაობათა გათვალისწინებით, ტიპოლოგიური გრამატიკის მეშვეობით უნდა დაიძლიოს. ამ გზაზე კი სპეციალისტებისათვის გასათვალისწინებელია ორივე ენის ბრუნვათა სისტემების ჩამოყალიბების ისტორია, და შემდეგ ამ ორი ენის შეხვედრისას წარმოქმნილი პრობლემები.