ბრუნება სომხურში და მისი სამეცნიერო შეფასება

Main Article Content

ჟანა ხაჩატურიანი

ანოტაცია

ახალი სომხური ენის ბრუნვათა სისტემის შესახებ სხვადასხვა შეხედულებაა გამოთქმული სამეცნიერო ლიტერატურაში. ახალი სომხური ენის (აშხარაბარის) გრამატიკის ფუძემდებელი ს. პალასიანი შვიდ ბრუნვას გამოყოფდა: სახელობითი, ბრალდებითი, ნათესაობითი, მიცემითი, დაწყებითი, მოქმედებითი, ადგილობითი.   მ. აბეღიანმა თავის გრამატიკის სახელმძღვანელოში 5 ბრუნვა გამოყო: სახელობითი, მიცემითი, დაწყებითი, მოქმედებითი, ადგილობითი [Պալասյան, 1894]. მ. აბეღიანი ამას იმით ხსნიდა, რომ ბრალდებით ბრუნვას საკუთარი ფორმა არ გააჩნია, ის ან სახელობითის, ან მიცემითის ფორმას იყენებს, ამიტომ ეს ბრუნვა სინტაქსში უნდა განვიხილოთ და არა მორფოლოგიაში. მორფოლოგიური პრინციპებიდან გამომდინარე, მ. აბეღიანი არც მიცემითსა და ნათესაობითს მიიჩნევდა დამოუკიდებელ ბრუნვად, მან ეს ორი ბრუნვა გააერთიანა და ერთ (მიცემით-ნათესაობით) ბრუნვად გააფორმა [Աբեղեան, 1906]. ამ ფორმას ნათესაობით-მიცემითი ბრუნვა უწოდა.


მ. აბეღიანის მიერ შემოთავაზებულ ბრუნვათა სისტემას არ იღებდა მეცნიერთა ერთი ნაწილი (ა. ღარიბიანი, გ. სევაკი).  ისინი თვლიდნენ, რომ ბრალდებითი და ნათესაობითი დამოუკიდებელი ბრუნვებია და თანამედროვე სომხურს, ტრადიციული გრამატიკის მსგავსად, შვიდი ბრუნვა მოეპოვება [Սևակ, 1955: 356].

საკვანძო სიტყვები:
ბრუნება, სომხური ენა, მორფოლოგია, თანამედროვე სომხური, ძველი სომხური, დამოუკიდებელი ბრუნვა
გამოქვეყნებული: Jan 9, 2021

Article Details

სექცია
ლინგვისტიკა, ონომასტიკა