ღვთისმშობლის ხატ-სახე აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

Main Article Content

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ღვთისმშობლის ხატ-სახე აკაკი წერეთლის
რამდენიმე ნაწარმოების მიხედვით, რომელთა მხატვრულ ქსოვილში
ფართოდაა განფენილი მისი მადლიანი მფარველი კალთის
ძალმოსილება და რწმენა გამძლეობისა, მუდმივი არსებობისა.
ქართულ მხატვრულ აზროვნებაში ბიბლიური სახეების გაცოცხლებას
ხშირად მიმართავენ შემოქმედნი, რაც მათ მეტ შესაძლებლობას
აძლევს მხატვრულ ქსოვილში სიღრმისეულად განასახიერონ
ის სათქმელი, რომელიც ჩანაფიქრში აქვთ. ამ შემთხვევაში პოეტის
სათქმელი ეხება მარიამ ღვთისმშობლის ხატ-სახეს, რომლის წარმოჩენას
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აკაკის სხვადასხვა ჟანრის
ნაწარმოებებში, რომლის ძალითაც კიდევ უფრო ცოცხლდება ადამიანში
მარიამ ღვთისმშობლის ძალა, მისი მფარველი კალთის მადლი
და უღვივდება რწმენა უკვდავებისა წარმავალ წუთისოფელში, რაც
გამძლეობას ანიჭებს მას.
ზეციურისა და ამქვეყნიურობის, მარადიულისა და წარმავალის
დამაკავშირებელია რწმენა რელიგიისა, რაც ხაზგასმულია უფალთან
ერთად მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრილობის იდეის წინ წამოწევით
მხატვრულ აზროვნებაში და, აქედან გამომდინარე, ღვთისმშობლის
ხატ-სახის მხატვრულ სიტყვაში მეტი სიღრმისეული განფენით, რაც
მიმანიშნებელია იმისა, რომ ტანჯვის შემამსუბუქებელი და განმაქარვებელი
მარიამ ღვთისმშობლის მფარველი კალთაა, რომელიც მუდამ
იცავდა თავის წილხვედრ საქართველოს.
აკაკი წერეთლის მხატვრულ ნააზრევში გაცოცხლებულია საქართველოს
და ქართველი ერის მუდამ მფარველის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატ-სახე, რომლის შემწეობით და თანადგომით ქართველი
ადამიანი უმკლავდებოდა მრავალ განსაცდელს, გაუძლო საუკუნეებს
და სამარადისო ცხოვრების მკვიდრობის შესაძლებლობის რწმენით
გაძლიერდა, რაშიც ქართული მწერლობის ნიმუშებმა, ბიბლიასთან
ერთად, უდიდესი როლი შეასრულა ადამიანის ცნობიერების სხვაგვარად
ჩამოყალიბებაში და უკეთესი გზის დასახვის საქმეში.

საკვანძო სიტყვები:
აკაკი წერეთელი, მარიამ ღვთისმშობელი, ღვთისმშობლის მფარველი კალთა, ღმერთი, იესო ქრისტე, პატარა კახი, ნათელა, თამარ ცბიერი, ქართველი ქალი, განთიადი, ლოცვა
გამოქვეყნებული: Jan 9, 2017

Article Details

სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა