ციტატა "გლახის ნაამბობში"

Main Article Content

Mzevinar Mjavanadze

ანოტაცია

ილიას პროზის ერთი ძირითადი სტილური დომინანტი _ ეგრეთწოდებული "სხვათა მეტყველებაა". ვგულისხმობთ მისი მხატვრული ენისთვის ესოდენ დამახასიათებელ ხალხურ თქმებს, აფორიზმებს, ანდაზებს, ციტატებს. თითოეულ მათგანს მხატვრულ ნაწარმოებში გარკვეული ფუნქცია, დატვირთვა აქვს, თითოეული გავლენას ახდენს მხატვრული სტილის ფორმირებაზე. ციტატა რჩება ერთდროულად ორი ტექსტის _ უცხოსა და ავტორის ტექსტის კუთვნილებად. ამითაა განპირობებული მისი როლიც – ახალი (სხვა) ტექსტის მცირე მონაკვეთში (ველში) შექმნას უზარმაზარი აზრობრივი დაძაბულობა. "გლახის ნაამბობში" ციტატათა სიუხვე ერთი შეხედვითაც თვალში საცემია. მათი გამოყენება აქ სისტემურ ხასიათს ატარებს, გარკვეულ აზრობრივ რკალს ქმნის, კონტექსტისა და მწერლის მიზანდასახულობის შესაბამისად რამდენიმე განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის არჩევანს, თუ რომელი ნაწარმოებების ციტირებას ახდენს იგი, ანუ რასთან შედის დიალოგში ავტორის ტექსტი. ილიას შემთხვევაში, ეს, უპირატესად, "ვეფხისტყაოსანი" და "ბიბლიაა". ამგვარი არჩევანი არა მარტო ამ ნაწარმოებებთან შეხმიანების სურვილს, არამედ მწერლის მსოფლმხედველობრივ პოზიციებსაც ავლენს. "გლახის ნაამბობში” ერთმანეთს გადაეჯაჭვა "ვეფხისტყაოსანი" და "ბიბლია" და მათგან ამოიზარდა მოთხრობის შინაარსი, იდეა, მხატვრული სახეები.

საკვანძო სიტყვები:
ილია ჭავჭავაძე, სხვათა მეტყველება, გლახის ნაამბობი, ვეფხისტყაოსანი, სტილური დომინანტი
გამოქვეყნებული: Jan 9, 2016

Article Details

სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა