როცა ცოდნა მოქმედებაზე ბატონობს

Main Article Content

ხათუნა მაისაშვილი

ანოტაცია

სტატია წარმოადგენს სამი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ შექმნილი ქართული მხატვრული ფილმის ნარატოლოგიურ ანალიზს, რომელიც პროპის სინტაგმური სტრუქტურისა და ბარტის ნარატივის კოდების სინთეზურ სქემას ეყრდნობა. სტატიაში ავტორი მკაფიოდ მიჯნავს ორ ასპექტს: ტრავმული რეფლექსიის სოციალურ-კულტურული კონტექსტს და საკუთრივ ტექსტური ანალიზს. სტატიის მიგნება თხრობის დაუსრულებლობა ან გაგრძელების პოტენციალია, რადგან ამ ფილმების დასკვნით ნაწილში წონასწორობის ახალი წერტილი არ იძებნება.

საკვანძო სიტყვები:
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, ნარატოლოგიური ანალიზი, პროპი, ბარტი
გამოქვეყნებული: Nov 15, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
მასობრივი კომუნიკაცია