თანამედროვე მედიასივრცის გავლენა დევიანტური ქცევისაკენ მიდრეკილი (ინტერნეტთამაშებზე დამოკიდებული) მოზარდების ემოციებზე

Main Article Content

გურანდა შამილიშვილი
რუსუდან კეჭაყმაძე
ირაკლი აბაშიძე

ანოტაცია

კომპიუტერული მედიატექნოლოგიები აქტიურ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე საზოგადოების ცნობიერებაზე. ინტერნეტსივრცე და ონლაინ სისტემები სწრაფად იქცნენ რეალობის განმსაზღვრელ ატრიბუტებად. დღესდღეობით, ნებისმიერ სფეროში ადამიანის საქმიანობა უბრალოდ წარმოუდგენელია ციფრული სამყაროს გარეშე, რაც შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური აზროვნების ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად. პროგრესირებული რეალობის მიუხედავად, ადამიანებზე კომპიუტერული ტექნოლოგიების გავლენის ფაქტორები, ჯერ კიდევ შესწავლის სტადიაშია. ციფრული მედიატექნოლოგიების განვითარების მაღალი ტემპის გამო, კომპიუტერთან მუდმივმა ურთიერთობამ, მოზარდებში შეიძლება ჩამოაყალიბოს კომპიუტერზე დამოკიდებულების გარკვეული ფორმები, რამაც შეიძლება უფროსკლასელებში ემოციური აქტივობის რეციდივი გამოიწვიოს. მოზარდების სოციალური კორექტირების პრობლემა აქტუალურია, რადგან დესტრუქციულმა პროცესებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა სოციალურ სფეროებზე, გამოიწვია ინტერნეტ ადიქციისა და დანაშაულის ზრდა, არა მხოლოდ ზრდასრულ მოსახლეობაში, არამედ ახალგაზრდებში.


წინამდებარე ნაშრომში ტესტებისა და ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების შესაბამისად, შესწავლილია კომპიუტერზე დამოკიდებული უფროსკლასელების ემოციური მდგომარეობა, წარმოდგენილია პრობლემები, რაც კვლევის მსვლელობისას გამოიკვეთა. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მსოფლიო კოვიდ 19 პანდემიის პირობებში, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, როდესაც მოზარდებს უფრო ხშირად უწევდათ ონლაინ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, ვფიქრობთ, აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო მეტი დატვირთავა და ფსიქოლოგიური ღირებულება მიენიჭა. ტესტური კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა მოზარდებში საშუალო დამოკიდებულების ადიქცია, თუმცა ცალკეულ შემთვევაში ზოგიერთ
მათგანს კიბერადიქციის მიმართ მაღალი რისკ ფაქტორები აღენიშნებოდა. კვლევამ გვიჩვენა, რომ ვირტუალურ მედია გარემოზე დამოკიდებულების დონის ზრდა (ყველაზე მეტად სოციალურ ქსელებში) ამძაფრებს უფროსკლასელთა ცხოვრების ემოციურ ფონს. კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოზარდების ფსიქიკაზე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობის მენტალური ჯანმრთელობისა და დადებითი ემოციების ფორმირებისათვის, მედია ტექნოლოგიების ზიანის შესამცირებლად, სპეციალიტების მიერ შესაბამისი სტრატეგიები იქნას დასახული. ფსიქოლოგიურ ჭრილში გაანალიზებულია საკითხის სიმწვავე და აქტუალობა. კვლევის საფუძველზე წარმოდგენილია რეკომენდაციები უფროსკლასელებისათვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის კომპიუტერული დამოკიდებულების პრევენციის შესახებ.

საკვანძო სიტყვები:
მედია, ინტერნეტთამაშები, ფსიქოლოგია, მოზარდები, ზეგავლენა, ემოციები
გამოქვეყნებული: Nov 15, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
მასობრივი კომუნიკაცია