წმ. მარიამ მაგდალინელი საერო მწერლობაში

Main Article Content

ანოტაცია

წმ. მარიამ მაგდალინელის პიროვნების მიმართ მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობდა, კერძოდ, მართლმადიდებლობა მას ყოველთვის მოციქულთა სწორ წმინდა მენელსაცხებლე დედად აღიარებდა და აღიარებს; კათოლიკური სამყარო 1969 წლამდე მას მრუშ, მონანიე დედაკაცად მიიჩნევდა. ეს განსხვავებული მოსაზრებები საერო ლიტერატურაშიც გადავიდა, რაც განსაკუთრებით XX საუკუნისა და თანამედროვე ლიტერატურაში გამოვლინდა. სტატიაში განხილულია წმ. მარიამ მაგდალინელის პიროვნებისადმი ქართული და უცხოური ლიტერატურის ნიმუშებში განსხვავებული აღქმის შემთხვევები.

საკვანძო სიტყვები:
წმ. მარიამ მაგდალინელი, მენელსაცხებლე დედა, მონანიე დედაკაცი, საერთო ლიტერატურა
გამოქვეყნებული: Jan 9, 2016

Article Details

სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა